geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ აკადემიური პერსონალის დაჯილდოვება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის ფარგლებში

თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე და ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური ევროკავშირის დაფინანსებით მიწვეულები იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს ალბანეთში ორგანიზებულ ღონისძიებების ციკლში, რომელიც  მიეძღვნა ალცჰაიმერის მსოფლიო თვეს და დემენციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. თსუ პერსონალმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა 4 წლიანი პროექტის დასრულებას, ასევე დემენციის ცნობადობის ამაღლების ღონისძიებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის უნივერსიტეტების, სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციების და  ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა.  ღონისძიებების ციკლი დასრულდა დემენციის სფეროში შემდგომი ერთობლივი კვლევების და პერსპექტიული პროექტების განხორციელების გეგმის შემუშავებით. 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე და ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური დაჯილდოვდნენ ინტერდისციპლინური კვლევების და საერთაშორისო კოოპერაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და ლიდერობისათვის.